სტამბოლში ტერაქტში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავა. ტერაქტის შედეგად, რომელიც სამშაბათს დილით მოხდა, 11 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის შვიდი პოლიციელი და ოთხი მშვიდობიანი პირია. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად იმართებოდა. აფეთქება ავტობუსის გაჩერებასთან იმ მომენტში მოხდა, როდესაც მას ავტომობილი მიუახლოვდა, რომელშიც პოლიციის სპეცრაზმელები იმყოფებოდნენ.