უფლებადამცველი ორგანიზაციები ტაჯიკეთის ისლამური პარტიის წევრებისთვის გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ
სართაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch-ი და Amnesty International-ი ტაჯიკეთის ისლამური პარტიის წევრებისთვის გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
Amnesty International-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტაჯიკეთში აკრძალული პარტიის წევრებზე გამართული პროცესი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.
Human Rights Watch-ი, ჰელსინკის კომიტეტი და ცენტრალური აზიის ადამიანის უფლებათა ასოციაცია მოუწოდებენ აშშ-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ოფიციალურ დუშანბეზე ზეგავლენა მოახდინონ, რათა მან საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს.
იმ ტაჯიკი ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანი აქტივისტების დაკავებაზე არიან პასუხისმგებლები, უფლებადამცველები შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვონ, კერძოდ, მათი ქონების დაყადაღებას და სავიზო შეზღუდვების დაწესებას. Amnesty International-ი ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ განსასჯელები ადვოკატების გარეშე იყვნენ დარჩენილები, ხოლო სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართა.