ვაზიანში საერთაშორისო სწავლება “ვიკინგი 2014” დაიწყო

  ვაზიანში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება “ვიკინგი 2014” დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში ხუთი ქვეყანა – საქართველო, შვედეთი, ირლანდია, ბულგარეთი და სერბეთია ჩართული. წვრთნაში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სწავლება თითოეულ მონაწილე ქვეყანაში ერთდროულად იმართება. სამეთაურო-საშტაბო სწავლების წამყვანი ქვეყანა შვედეთია, სადაც განთავსებულია ოპერაციების დაგეგმვის შტაბი. მონაწილე ქვეყნების კოორდინაცია ტელეხიდისა და ვიდეოკონფერენციების საშუალებით ხორციელდება. ისინი დავალებებს ოპერაციების დაგეგმვის შტაბიდან იღებენ, რის შემდეგაც ერთობლივად მოქმედებენ. სწავლების სცენარის მიხედვით, პირობით ქვეყანაში კრიზისი ვითარდება, რის გამოც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დახმარებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სთხოვს. იქმნება მრავალეროვნული ბრიგადები, რომლებიც პირობით ქვეყანაში „სტაბილურობის ოპერაციებს“ ასრულებენ. სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანია კრიზისის მოგვარების პროცესში, სამხედრო და პოლიციური დანაყოფების სამოქალაქო სექტორთან ერთად კოორდინირებული მოქმედების დახვეწა. საქართველოში მიმდინარე წვრთნებში აშშ-ის ევროპული სარდლობისა და შვედეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა მონაწილეობს. სწავლებაში ბალტიის თავდაცვის კოლეჯის სტუდენტებიც არიან ჩართული. სამხედრო წვრთნა “ვიკინგი 2014” 10 აპრილს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები