დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს „ევრო-2016“-ის დროს შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ევროპის საფეხბურთო პირველობის დროს, რომელიც საფრანგეთში გაიმართება, მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. შესაბამისი ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა.
„ევრო 2016“-ის დროს სტადიონები, ფანების ზონები, ტურნირების ტრანლაციის ადგილები და სატრანსპორტიო კვანძები ტერორისტული თავდასხმებისთვის პოტენციურ სამიზნეს წარმოადგენს. უნდა იყოთ ძალზე ფხიზლად, განსაკუთრებით ჩემპიონატის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარების ადგილებში და საფრანგეთის ხელისუფლების რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულოთ“, – წერია ინფორმაციაში.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროპის საფეხბურთო პირველობის დროს საფრანგეთის ქალაქებში წესრიგს 77 ათასი პოლიციელი, ჟანდარმი და სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელი, ასევე კერძო დაცვითი სტრუქტურების 13 ათასი თანამშრომელი უზრუნველყოფს. ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში 10 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები