ევროკავშირის სასამართლომ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის მიგრანტების გასამართლება აკრძალა
ევროკავშირის სასამართლომ კავშირში შემავალ ქვეყნებს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის მიგრანტების გასამართლება აუკრძალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამის ნაცვლად მიგრანტების იმ ქვეყანაში დეპორტირება მოხდება, საიდანაც ეს პირები ჩამოვიდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ანალოგიური წესი მიგრანტის მიერ შენგენის ზონის დატოვების დროს მოქმედებს. სასამართლოს გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და დანიას არ შეეხება. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აფრიკელი მიგრანტი ქალის ისტორია, როდესაც საფრანგეთის პოლიციამ ის ლა-მანშის გვირაბის სიახლოვეს დააკავა, ვინაიდან ქალს ფალსიფიცირებული ბელგიური საბუთები ჰქონდა.