აშშ-ის შეიარაღებული ძალები ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში არ ჩაერევიან

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი პიტერ კუკი აცხადებს, რომ აშშ აკვირდება ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას, მაგრამ ადგილობრივი ძალებისთვის დახმარებას არ აპირებს.
„ლიბიის სამთავრობო ძალებმა ქვეყნიდან „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნა შეძლეს. ამერიკელი სამხედროების მცირე კონტინგენტი ადგილობრივ ძალებს ეკონტაქტებოდა. მაგრამ ისინი არანაირ სამხედრო დახმარებას არ უწევდნენ“, – განაცხადა კუკმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბიის ნაციონალური ერთიანობის მთავრობის ძალებმა „ისლამური სახელმწიფოსგან“ გარდაბიას ავიაბაზა გაათავისუფლეს, რომელიც ქალაქ სირტიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები