Maroon 5-ის კონცერტისთვის მზადება

დასრულებულია ბათუმში, ოცნების მოედანზე, Maroon 5-ის კონცერტისთვის მზადება დასრულებულია. კულტურის მინისტრის განცხადებით, პროექტის მიზანი მიღწეულია. ყველა სასტუმრო შევსებულია. ასევე დაკავებულია სახლი-სასტუმროები ბათუმში, კვარიათში, გონიოსა და ქობულეთში. კონცერტისთვის ტექნიკური მხარე მზადაა. მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ უამინდობას მომზადებულები შეხვდნენ. ოცნების მოედნის ნაწილი გადახურულია, ხოლო მათ, ვისაც ღია ცის ქვეშ ყოფნა მოუწევთ, მინისტრმა ურჩია, რომ კონცერტზე საწვიმარი ლაბადებით მივიდნენ. Maroon 5-ის კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება, Adam Levine-ს გამოსვლამდე მაყურებლის განწყობაზე დიჯეი იზრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები