„არენა დი ვერონაზე“ ქართველი საოპერო მომღერალი, მიხეილ შეშაბერიძე იმღერებს

საოპერო სფეროში მოღვაწე მომღერლებისთვის ოცნებაა „არენა დი ვერონაზე“ მოხვედრა და იქ სიმღერა. ქართველი მომღერლებიდან რამდენიმეს ეს ოცნება უკვე აუხდა და „არენა დი ვერონაზე“ გამართულ საოპერო წარმოდგენებშიც მიიღო მონაწილეობა. მათ შორისაა ახალგაზრდა ქართველი ტენორი მიხეილ შეშაბერიძეც. ეს სასიხარულო ინფორმაცია საუკეთესო სოლისტად აღიარებულმა ხელოვანმა თავად გაავრცელა:
“მინდა ყველას გაგიზიაროთ ჩემი დიდი სიხარული. არენა დი ვერონაზე მოხვედრა ნებისმიერი მომღერლისათვის უდიდესი წარმატება და ჩემი ახდენილი ოცნებაა. იქ მოხვედრა, თუნდაც მსმენელად, უკვე დიდი სიხარულია, რომ აღარაფერი ვთქვა იქ სიმღერაზე. 27 აგვისტოს არენა დი ვერონაზე შევასრულებ დონ ხოსეს პარტიას ოპერაშ“კარმენი”, – წერს მიხეილ შეშაბერიძე.
13400901_1317885861573352_586479519_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები