სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოათავსეს
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მილანის საავადმყოფოში გულის პრობლემების გამო მოათავსეს.
ბერლუსკონის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იტალიური გამოცემა Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, 79 წლის ბერლუსკონის ჯანმრთელობის პრობლემები მუნიციპალური არჩევნებისთვის მზადების დროს გადაღლილობამ გამოიწვია. ადგილობრივი არჩევნები იტალიაში კვირას გაიმართა. ბერლუსკონი ოთხჯერ იკავებდა იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს. ის იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. ბერლუსკონი ფლობს მედიის საშუალებებს, საფეხბურთო კლუბ „მილანს“ და კომპანია Fininvest-ის აქციების საკონტროლო პაკეტს.