საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას დახმარება თითქმის ორჯერ შეუმცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას ტრანშის სახით 1 მილარდ დოლარს გამოუყოფს. ადრე 1,7 მილიარდი დოლარის გამოყოფის საკითხი განიხილებოდა. ამის შესახებ გამოცემა „აპოსტროფი“ იუწყება. ამ ფულს სავალუტო ფონდი უკრაინას ოთხწლიანი დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოუყოფს.
პირველი ტრანში 2015 წლის მარტში გამოიყო, ხოლო მეორე – აგვისტოში. მესამე ტრანში კი რამდენჯერმე გადაიდო უკრაინაში არსებული პოლიტიკური კრიზისის და რეფორმების დაბალი ტემპის გამო. როგორც უკრაინულ მედიას საერთაშორისო სავალუტო ფონდში არსებულმა წყარომ აცნობა, ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომა ივლისში გაიმართება. ფინანსური დახმარების შემცირების გადაწყვეტილება სავალუტო ფონდმა იმ მიზნით მიიღო, რომ ეს ორგანიზაცია გეგმავს უკრაინის ახალი მთავრობის მიერ რეფორმების გატარების სულისკვეთების შემოწმებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები