ჰილარი კლინტონს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატობა გარანტირებული აქვს
ჰილარი კლინტონმა, რომელსაც დელეგატების უმრავლესობა მხარს უჭერს, „დემოკრატიული პარტიიდან“ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატობა პრაქტიკულად გაინაღდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, კლინტონს მხარს უჭერს 2 383 დელეგატი – სწორედ ამდენია საჭირო პრეზიდენტობის კანდიდატობის ოფიციალური სტატუსის მისაღებად. პუერტო-რიკოში გამართულ პრაიმერამდე კლინტონს 2 323 ამომრჩეველი ჰყავდა. მის ძირითად კონკურენტს ბარნი სანდერსს მხარს უჭერს 1 569 დელეგატი უჭერს მხარს. შესაბამისად, კლინტონი „დემოკრატების“ კანდიდატი იმ შემთხვევაშიც კი გახდება, თუ ის ყველა დარჩენილ შიდა არჩევნებს წააგებს. „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატიც უკვე გადაწყვეტილია – ის მილიარდერი დონალდ ტრამპი გახდა.