სტამბოლის აფეთქების ახალი დეტალები – ორი ადამიანი დაიღუპა
სტამბოლში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. აფეთქება ტურისტებში პოპულარულ ბაიაზითის რაიონში, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თვითმხილველთა თქმით, აფეთქება დილით, პიკის საათის დროს იმ მომენტში მოხდა, როდესაც გაჩერების სიახლოვეს პოლიციის ავტობუსმა გაიარა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა დისტანციურად მართვადი ბომბი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.