დავით საყვარელიძე: ახალი პარტია არ იქნება ქართული და არ იქნება მიხეილ სააკაშვილის
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე უკრაინაში ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას ივნისის ბოლოსთვის აანონსებს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მისი თქმით, ახალი პარტია არ იქნება ქართული და არ იქნება მიხეილ სააკაშვილის პარტია. საყვარელიძის განცხადებით, ამ პარტიას ექნება პარლამენტში მოხვედრის ამბიცია.
„ჩვენ არ გვაქვს ამბიცია ვინმე ჩვენს მხარეს გადმოვქაჩოთ, ჩვენი ამბიციაა გავაერთიანოთ ყველა ეფექტური და პატიოსანი ადამიანი, ვინც შეძლებს უკრაინის კრიზისიდან გამოყვანას. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, რომ პროცესში არ შევიდნენ შეიარაღებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინის ბედის შეცვლა ათწლეულებით“, – განაცხადა საყვარელიძემ.