შავ ზღვაში ამერიკული სარაკეტო ხომალდი შევიდა
ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი USS Porter DDG 78 შავ ზღვაში შევიდა. აშშ-ის მეექვსე ფლოტის მეთაურობის ინფორმაციით, ხომალდი შავ ზღვაში „მშვიდობის და სტაბილურობის“ მისია ასრულებს. იგეგმება საესკადრო ნაღმოსნის ვიზიტი ოდესის პორტში და ასევე ნატოს ქვეყნების პორტებში. საესკადრო ნაღმოსანი მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამხედრო ხომალდებთან ერთობლივ წვრთნებში. შავი ზღვის კონვენცია ამ რეგიონის არაწევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდებს 21 დღე-ღამეზე მეტი პერიოდის განმავლობაში შავ ზღვაში ყოფნას უკრძალავს. ამიტომ ამერიკული ხომალდები შავი ზღვის აკვატორიაში რიგრიგობით იმყოფებიან.