რუსეთში თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორი ადამიანი დაიღუპა რუსეთში, როსტოვის ოლქში მცირე ზომის თვითმფრინავის „ან-2“-ის კატასტროფის შედეგად. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, კატასტროფა სალსკის რაიონში მოხდა. თვითმფრინავი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში მონაწილეობდა. კატასტროფის მიზეზები დადგენილი არ არის. სააგენტო „ტასის“ ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნას მიწაზე ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები