საფრანგეთის ხელისუფლება წყალდიდობისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის ფინანსურ დახმარებას იწყებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დაეხმარება იმათ, ვინც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მომხდარი წყალდიდობისგან დაზარალდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს დღეებში მილიონობით ევროს მიიღებს დაზარალებულთა დასახმარებლად. ქვეყნის ხლისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ფული სტიქიით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობას წყალდიდობის შემდეგ პირველ დღეებში თავის გატანაში დაეხმარება. საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა. ელექტროენერგიის გარეშე 7 ათასამდე სახლი რჩება. სადაზღვევო ასიციაციის, AFA-ს მონაცემებით, წყალდიდობით მიყენებული ზარალი 600 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები