ბრიტანეთის მოქალაქეს სექსუალური ძალადობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, რიჩარდ ჰაკლის, რომელიც მალაიზიაში ბავშვების წინააღმდეგ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ჰაკლი 200-მდე ბავშვის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაში იყო ბრალდებული. 2014 წელს ლონდონის აეროპორტში დაკავების მომენტში პოლიციამ ნოუთბუქი ამოიღო, რომელშიც ჰაკლი ბავშვებზე ძალადობის ფოტოებსა და ვიდეოებს ინახავდა. ამ მასალებს ის პორნოგრაფიულ საიტებზე ავრცელებდა.