იორდანიაში ლტოლვილების ბანაკზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა იორდანიაში პალესტინელი ლტოლვილების ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. თავდასხმა იორდანიის დედაქალაქ ამანის სიახლოვეს მოხდა.
ხუთივე დაღუპული იორდანიის სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელია.
როგორც „ფრანს-პრესს“ იორდანიის მთავრობის წარმომადგენელმა მუჰამედ მომანიმ განუცხადა, თავდასხმა ისლამისტმა „ბოევიკებმა“ მოაწყვეს. მომხდარს უკვე მიანიჭეს ტერაქტის კვალიფიკაცია. ამ დრომდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. იორდანიაში, რომელიც აშშ-ის მოკავშირე და ანტიტერორისტული კოალიციის წევრია, მსგავსი თავდასხმები საკმაოდ იშვიათია. ალ-ბაკაას სამხედრო ბანაკში 80 ათასამდე პალესტინელი ლტოლვილი ცდოვრობს, რომლებმაც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო და ღაზას სექტორი 1967 წლის ომის შემდეგ დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები