სააკაშვილი სამუშაო კაბინეტს კარავში გადაიტანს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო კაბინეტს ოდესა-რენის მშენებარე საავტომობილო გზის სიახლოვეს გადაიტანს. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა. სააკაშვილის აზრით, გზაზე სამუშაო მოცულობის გაზრდის მიუხედავად, მისი დაფინანსება და ტემპი არადამაკმაყოფილებელია. ამ საკითხების განხილვას სააკაშვილი 7 ივნისს პრემიერ-მინისტრთან, ვლადიმერ გროისმანთან შეხვედრაზე აპირებს.
„მე გროისმანთან შეხვედრაზე დიდ იმედებს ვამყარებ. მანამდე კი ჩემი კაბინეტი კარავში გადამაქვს“, – დაწერა სააკაშვილმა.
ოდესის გუბერნატორის თქმით, ის კარავში სამუშაო შეხვედრებს, მიღებებს და თათბირებს იქამდე გამართავს, ვიდრე გზის შენებლობის ასპროცენტიან დაფინანსებას არ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები