ერდოღანი გერმანიას საკუთარ გენოციდს ახსენებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა გერმანია 1915 წლის სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის. მან გერმანელებს ჰოლოკოსტი შეახსენა და აღნიშნა, რომ სომეხთა გენოციდზე გერმანიას არაფერი აქვს სალაპარაკო. გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიას 100 ათასი ნამიბიელის განადგურება დააბრალა.
„გერმანია! თქვენ 100 ათასი ნამიბიელის განადგურებისთვის პასუხი უნდა აგოთ“ – განაცხადა ერდოღანმა სტამბოლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, თურქეთის ისტორია სულაც არ არის მასობრივი მკვლელობის ისტორია, ის მოწყალების ისტორიაა, რითიც თურქები გერმანელებისგან განსხვავდებიან. ნამიბიის გენოციდს – 1904-1907 წლებში კაიზერის გერმანიის ჯარის მიერ ნამიბიაში სახალხო აჯანყების ჩახშობას უწოდებენ. გერმანიამ 2004 წელს ნამიბიის გენოციდი აღიარა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის პარლამენტის წევრებმა 1915 წლის 2 ივნისს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარ მოვლენებს სომეხთა გენოციდის კვალიფიკაცია მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები