ინდოეთში დანიელი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს

დელის სასამართლომ ხუთი ბრალდებული 52 წლის დანიელი ტურისტის ჯგუფური გაუპატიურებისთვის დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სასამართლომ ამ ეტაპზე ბრალდებულებს სასჯელი არ განუსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება 9 ივნისს იქნება მიღებული. თავდასხმა დელის ფახარგანჯის რაიონში 2014 წლის იანვარში მოხდა. დანიელ ტურისტს მამაკაცთა ჯგუფი თავს დაესხა, ის გააუპატიურეს და გაძარცვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები