ყაზახეთში ლუდის ქარხნის დირექტორს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ

ყაზახეთის სპეცსამსახურების ცნობით, ცნობილი ბიზნესმენი, ლუდის ქარხნის დირექტორი ტოხტარ ტულეშოვი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ყაზახეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის, რუსლან კარასევის ინფორმაციით, ტულეშოვი ქვეყანაში დაძაბულობის კერების შექმნის გზით მდგომარეობის დესტაბილიზაციას და საპროტექტო აქციებისა და არეულობის მოწყობას ცდილობდა, ამის ფონზე კი – ალტერნატიული მთავრობის შექმნას.
ტულეშოვის რამდენიმე თანამზრახველი დაკავებულია, მათ შორის არიან: იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი ილიას ბახტიბაევი და სამხრეთ ყაზახეთის ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ჰიბრატულა დოსკალიევი. თავად ტოხტარ ტულეშოვი მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. მას ნარკოტიკების შენახვაში და დანაშაულებრივი დაჯგუფების დაფინანსებაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები