ყაზახეთის ქალაქ აქტობეში ოთხი ტერორისტი მოკლეს
ყაზახეთის ქალაქ აქტობეში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ოთხი ტერორისტი მოკლეს და შვიდი დააკავეს. ამის შესახებ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალმას სადუბაევი იუწყება. მისი ინფორმაციით, ბოროტმოქმედები იარაღის რამდენიმე მაღაზიას და სამხედრო ნაწილს თავს დაესხნენ. ორმხრივი სროლის დროს სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი დაიჭრა.