„ისლამურმა სახელმწიფომ“ 22 ადამიანი სიკვდილით დასაჯა

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყში დეზერტირობისთვის 22 პირი სიკვდილით დასაჯეს. ეს ფაქტი ქალაქ მოსულის სამხრეთით მოხდა, რომელსაც ამჟამად ერაყის შეიარაღებული ძალები უტევენ. მოკლულთა უმეტესობა არაბული სახელმწიფოების მოქალაქეა. მოსულთან ამჟამად გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. ერაყის ჯარი და ქურთი მოხალისეები ქალაქს უტევენ. ერთი კვირის განმავლობაში მოსულის სიახლოვეს 12 სოფელი არის გათავისუფლებული. ქალაქი მოსული „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წელს დაიკავა. ის ერაყში ისლამისტების არაოფიციალური დედაქალაქია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები