ბელგიაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა ბელგიაში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ავარია ქალაქ ერმალ-სუ-უისთან, ლიეჟის პროვინციაში მოხდა. თვითმხილველის თქმით, შეჯახების მომენტში მატარებლის სიჩქარე საათში 90 კილომეტრი იყო, სამგზავრო შემადგენლობაში 40 ადამიანი იმყოფებოდა. ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები