შვეიცარიაში მოსახლეობის 78-მა პროცენტმა 2500 დოლარის ოდენობის ყოველთვიურ შემოსავალზე უარი თქვა

შვეიცარიაში მოსახლეობის 78-მა პროცენტმა 2500 დოლარის ოდენობის ყოველთვიურ ”გარანტირებულ შემოსავალზე” უარი თქვა.
რეფერენდუმის წინასწარი შედეგები „ბი-ბი-სი“-მ გაასაჯაროვა.
მხარდამჭერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფდა შვეიცარიელების უფლებას, ჰქონოდათ ღირსეული ცხოვრება.
„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, შვეიცარიის არც ერთი პოლიტიკური ძალა აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერდა, რადგან შიშობდა, რომ მოსახლეობა „პასუხისმგებლობისა და ინიციატივის შეგრძნებას“ დაკარგავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები