ერაყის ჯარმა „ისლამური სახელმწიფოსგან“ ერთ-ერთი ქალაქი გაათავისუფლა

ერაყის ჯარმა ქალაქი საკლავია აიღო, რომელიც ქალაქ ფალუჯას ჩრდილოეთით მდებარეობს. ერაყული მედიის ცნობით, დასახლებულ პუნქტს პრაქტიკულად მთლიანად სამთავრობო ძალები აკონტროლებენ.
საკლავიას გათავისუფლება ქალაქ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ ფალუჯას და მისი შემოგარენის გათავისუფლების ნაწილია.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიაში სამთავრობო ძალებმა რუსული ავიაციის დახმარებით პირველად გადაკვეთეს რაქას პროვინციის საზღვარი. ქალაქი რაქა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალურ დედაქალაქად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები