საფრანგეთში ბელგიის პრინცესა გაძარცვეს

ბელგიის პრინცესა ასტრიდი, რომელიც მეფე ფილიპის დაა, საფრანგეთის ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე გაძარცვეს. Le Figaro-ს ინფორმაციით, მძარცველებმა მანქანის მინა ჩაამსხვრიეს, როდესაც ავტომობილი ავტობანზე გავლისთვის გადახდის ტერმინალთან იყო გაჩერებული. მათ ასტრიდის ჩანთა მოიპარეს, რომელშიც საბუთები და ორი ათასი ევრო იდო. დანაშაულს სენა-სენ-დენის დეპარტამენტის პოლიცია იძიებს.
პრინცესა ასტრიდის გაძარცვა ერთადერთი შემთხვევა არ არის. 2009 წელს იტალიაში საუდის არაბეთის პრინცესაც გაქურდეს. ბოროტმოქმედებმა  სასტუმროში, მის ოთახში შეაღწიეს და 11 მილიონი ევრო და სამკაულები მოიპარეს. მოგვიანებით, სამკაულები კუნძულ სარდინიაზე აღმოაჩინეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები