აღმოსავლეთ უკრაინაში ხუთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა, ორი „ბოევიკი“ განადგურებულია
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო დღე-ღამეში ხუთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა. ამის შესახებ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის სპიკერმა ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხებში ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისი ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რეგიონში პრორუსი სეპარატისტების ორი უპილოტო აპარატი აღმოაჩინეს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან იმართებოდა, კიდევ ორი დრონი დაზვერვას დონეცკის მიმართულებაზე ახორციელებდა.
ლისენკოს ინფორმაციით, განადგურებულია ორი „ბოევიკი“, სამი დაიჭრა. ყველაზე ძლიერი დაბომბვა პესკის დასახლებასთან იყო, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ „უნიანის“ ცნობით, 3 ივნისს საარტილერიო დაბომბვის შედეგად ერთი მშვიდობიანი პირი დაიღუპა.