ტაილანდის ბუდისტური მონასტრიდან ყველა ვეფხვი გაიყვანეს

ტაილანდში ბუნების დაცვის სპეციალისტებმა კანჩანაბურის პროვინციაში ბუდისტური მონასტრიდან ყველა ვეფხვი გაიყვანეს. ცხოველების გადაყვანის გადაწყვეტილება ბუნების დამცველებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მონასტერში მყოფი სასულიერო პირები ვეფხვებთან სასტიკ მოპყრობასა და მათ უკანონო ვაჭრობაში დაადანაშაულეს. საერთო ჯამში მსოფლიოს სხვადასხვა ნაკრძალში 137 ვეფხვი გადაიყვანეს.
რამდენიმე დღის წინ მონასტრის ტერიტორიაზე მაცივარში 40 მკვდარი ვეფხვის ბოკვერი აღმოაჩინეს. ორი დღის წინ კი ტაილანდის პოლიციამ სამი მამაკაცი დააკავა, რომლებიც მონასტრიდან ვეფხვის ტყავების, კბილების და სხეულის სხვა ნაწილების გატანას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები