ინდონეზიაში მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მისი ეპიცენტრი კუნძულ ტერნატეზე, ამავე სახელწოდების ქალაქიდან 114 კილომეტრში მდებარეობდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა.
შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს ინდონეზიაში 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაინგრა რამდენიმე სახლი, მათ შორის სკოლის შენობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები