გერმანიაში მეხის დაცემის შედეგად 71 ადამიანი დაშავდა

გერმანიის ქალაქ მანდიგში როკ-ფესტივალზე მეხის დაცემის შედეგად 71 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 51 დაშავებულის შესახებ.
პოლიციის ინფორმაციით, იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც დახმარებისთვის მედიკოსებს მიმართა, უკვე სახლში გაუშვეს. “Rock am Ring”-ის ფესტივალი 3-დან 5 ივნისამდე იმართება. მას 45 ათასი ადამიანი ეწვია. ფესტივალში ისეთი ცნობილი ჯგუფები მონაწილეობენ, როგორებიცაა Tenacious D, Red Hot Chili Peppers და Black Sabbath.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები