ლიბიის სანაპიროსთან 129 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს

ლიბიის სანაპიროსთან 129 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. ისინი ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ, მაგრამ გემმა ლიბიის სანაპიროსთან კატასტროფა განიცადა. რამდენიმე დღის წინ ლიბიის სანაპიროსთან მაშველებმა ამობრუნებული გემი იპოვეს, რომელზეც 200-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. კატასტროფის მიზეზები უცნობია. ყველა დაღუპული – აფრიკელია.
ბოლო დროს ლიბიის გავლით ევროპაში ჩასვლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მხოლოდ გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში 900-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. წლის დასაწყისიდან კი დაღუპულ მიგრანტთა რიცხვი 3 ათასს მიუახლოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები