გაერო: მსოფლიოში ეკოლოგიური დანაშაულები კატასტროფულად იზრდება

მსოფლიოში კატასტროფულად იზრდება ეკოლოგიური დანაშაულების რაოდენობა, – ამის შესახებ საუბარია გაეროს და ინტერპოლის მიერ მომზადებულ ერთობლივ მოხსენებაში. აღნიშნული დანაშაულები ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებას – ტყეების გაჩეხვას, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, თევზჭერას და სხვა ტიპის მოქმედებას ეხება.
დანაშაულებისგან ზარალი 91-დან 258 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. ამ ტიპის დანაშაული დღეს მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ნარკოტიკების კონტარბანდის, ფალსიფიცირებული პროდუქციის წარმოებისა და თევზჭერის შემდეგ.
გაეროს და ინტერპოლის დასკვნის მიხედვით მსგავსი დანაშაულის მიზეზი სუსტი კანონმდებლობა და ცუდად დაფინანსებული სამართლადამცველი ორგანოებია, რომლებიც ბუნებრივი რესურსების უკანონოდ მოპოვებას წინ ვერ აღუდგებიან. ამ ტიპის საქმიანობისგან მიღებული მოგებით ხშირად ტერორისტული დაჯგუფებები ფინანსდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები