თურქეთში მიგრანტი ბავშვების გაუპატიურებაში ბრალდებულს 108-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთის სასამართლომ გაზიანტეპის პროვინციაში ბანაკის დამლაგებელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობისთვის 108-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა Hurriyet იუწყება. 29 წლის მოძალადე 2015 წლის სექტემბერში დააკავეს. ის სამი თვის განმავლობაში ტუალეტში 8-დან 12 წლამდე ბავშვებს აუპატიურებდა და მათ ამაში ფულს უხდიდა. რვა ბავშვის მშობელმა თურქ სამართალდამცველებს მიმართა, რომლებმაც საქმე აღძრეს. ბოლო წლებში თურქეთმა სირიიდან 2,7 მილიონი ლტოლვილი შეიფარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები