სოჭის მახლობლად ამერიკელი ჟურნალისტები დააკავეს

რუსეთის ქალაქ სოჭის მახლობლად, რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ამერიკული ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
„წინასწარი ინფორმაციით, სამი ადამიანი, რომლებიც აშშ-ის მოქალაქები და ამერიკული ტელეკომპანიის ჟურნალისტები არიან, სასაზღვრო ზონაში იმყოფებოდნენ რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის სიახლოვეს. მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. დაკავებულების განმარტებით, ისინი ფილმის გადაღებას აპირებდნენ“, – ნათქვამია სოჭის უშიშროების ე.წ. სამსახურის ინფორმაციაში.
ამერიკელ ჟურნალისტებთან ერთად საიტ „ბლოგ-სოჭის“ მთავარი რედაქტორი ალექსანდრე ვალოვიც დააკავეს. LifeNews-ის ინფორმაციით, დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტები ტელეკომპანია HBO-ს წარმოადგენენ, რომელიც სოჭის ოლიმპიადის შემდეგ დარჩენილ ცარიელ კოტეჯებზე სიუჟეტის მომზადებას აპირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები