ერაყის ქალაქ ფალუჯაში 40 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

სულ მცირე 40 ერაყელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ქალაქ ფალუჯაში აფეთქებების სერიის შედეგად, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს. ამის შესახებ „ალ-ჯაზირა“ იუწყება. როგორც ერაყის მთავრობის წარმომადგენელმა ბასამ ალ-ჰუსაინიმ განაცხადა, ერაყის სამთავრობო ძალებს ქალაქის სრული გათავისუფლებისთვის ერთი კვირა დასჭირდებათ.
ფალუჯა ბაღდადიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ის 2014 წელს დაიკავა. ერაყის სამთავრობო ძალებმა ფალუჯას გათავისუფლების ოპერაცია 23 მაისს დაიწყეს. შეტევაში ერაყელი სამხედროები, შიიტი მოხალისეები და საერთაშორისო კოალიციის ავიაცია მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები