მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში ორი ქალი მოკლული იპოვეს

მოსკოვის პოლიციამ ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ორივე მსხვერპლს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მოხდა. ორივე მოკლული ახალგაზრდა ქალია. მათ მკვლელობაში 36 წლის მამაკაცია ეჭვმიტანილი, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულები სექსმუშაკები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები