აშშ-ში მდინარემ სატვირთო ავტომობილი გაიტაცა – 9 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

შეერთებული შტატების ტეხასის შტატში მაშველებმა 4 ჯარისკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც უგზო-უკვლოდ მას შემდეგ დაიკარგნენ, რაც სატვირთო ავტომობილი მდინარეზე გადასვლის დროს ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად 9 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ავარიის დროს სატვირთო ავტომობილში 12 სამხედრო იმყოფებოდა. მაშველებმა სამი ჯარისკაცის გადარჩენა შეძლეს.
რეგიონში, სადაც ავარია მოხდა, უკვე რამდენიმე დღეა კოკისპირული წვიმებია. სამხედრო ბაზის მეთაურობის განცხადებით, მდინარეში წყლის დონემ მოულოდნელად აიწია და სამხედროებმა სტიქიას თავი ვერ დააღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები