მექსიკის სასამართლომ კორუფციის ბრალდებით 11 ყოფილი ჩინოვნიკის ქონება დააყადაღა

მექსიკის სასამართლომ ნუევო-ლეონის შტატის ყოფილი გუბერნატორის როდრიგო მედინას და კიდევ 10 ყოფილი მაღალჩინოსნის აქტივები დააყადაღა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, მათ კორუფციაში ედებათ ბრალი. შტატის ხელისუფლება მედინას და სხვა ყოფილ ჩინოვნიკებს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს, რის გამოც მექსიკის ამ რეგიონმა 194 მილიონი დოლარი დაკარგა. საქმე ეხება შტატში კორეული კომპანია „კია-მოტორსის“ ქარხნის მშენებლობას. მედინას მთავრობამ შესაბამის კონტრაქტს 2014 წელს მოაწერა ხელი. ნუევო ლეონის ანტიკორუფციულ უწყებაში მიაჩნიათ, რომ კონტრაქტი კორეულ კომპანიას ზედმეტ შეაღავათებს უწესებს. ყოფილი გუბერნატორი თავს დამნაშავეს არ ცნობს და ამბობს, რომ მასზე რეგიონული არჩევნების წინ პოლიტიკური შეტევა ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები