გარდაიცვალა ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი

ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა. ის 30 წლის განმავლობაში პარკინსონის დაავადებას ებრძოდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სპორტსმენი არიზონის შტატში, ფენიქსის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის ორი დღის წინ გადაიყვანეს.
მუჰამედ ალი ერთადერთი მოკრივე იყო, რომელმაც მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა. მთლიანად კი კარიერის განმავლობაში მან 56 ბრძოლა მოიგო, მათ შორის 37 – ნოკაუტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები