თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 თურქი სამხედრო დაშავდა

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის პროვინციების დიარბაქირისა და სილვანის გზატკეცილზე მომხდარი აფეთქების შედეგად რვა თურქი სამხედრო დაშავდა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ქვეყანაში აკრძალულმა “ქურთთა მუშათა პარტიის” წარმომადგენლებმა დაამონტაჟეს.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გზატკეცილზე სამხედროების ავტომანქანამ გაიარა. დაჭრილი სამხედროები დიარბაქირის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ქურთთა მუშათა პარტიის 26 სამხედრო ობიექტი გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები