ელტონ ჯონი დევიდ ფერნიშთან დაქორწინებას გეგმავს

პოპულარულმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა თავის პარტნიორ დევიდ ფერნიშთან დაქორწინება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ინგლისისა და უელსის კანონში მიღებული ცვლილებების შედეგად ერთსქესიანი ქორწინება ნებადართული ხდება. შეგახსენებთ, რომ 29 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება მათ დაქორწინების ნებას ოფიციალურად რთავს.
ცნობილმა ვარსკვლავმა ამის შესახებ განცხადება შოუში NBC’s Today გააკეთა. მისი თქმით, ცერემონია მოკრძალებული იქნება და ის  მაისში ინგლისში გაიმართება.
„ვამაყობ ბრიტანეთით და იმ ცვლილებით, რომელიც კანონში შევიდა“, – განაცხადა ელტონ ჯონმა შოუში სტუმრობისას.
წყვილმა ურთიერთობა სამოქალაქო პარტნიორობად 2005 წელს დაარეგისტირა. ელტონ ჯონსა და დევიდ ფერნიშს ორი შვილი, ზაკარი და ელაიჯა ჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები