მოლდავეთში ვერტმფრენის კატასტროფას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

მოლდავეთის სამხრეთ ნაწილში შვეულფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდავეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახური იუწყება. ვერტმფრენში ექიმები და პილოტი იმყოფებოდნენ. ის ქალაქ იასიდან კიშინიოვში მიფრინავდა. წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები – ნისლი და ძლიერი წვიმა გახდა. ამჟამად ზუსტი მიზეზების დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები