წყალდიდობა გერმანიასა და საფრანგეთში – 11 ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთსა და გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. საფრანგეთში უკვე რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს. მდინარე სენაში წყლის დონემ 6 მეტრით აიწია. პარიზში კვლავ დახურულია ლუვრის მუზეუმი. მის თანაშრომლებს ექსპონატები უსაფრთხო ადგილას გადააქვთ. სინოპტიკოსები დასვენების დღეებში კვლავ გადაუღებელ წვიმებს ელოდებიან. მათი განცხადებით, მაისი ყველაზე უხვნალექიანი თვე გამოდგა 150 წლის განმავლობაში.