რუსეთის დასავლეთ ნაწილში მოტომსროლელთა ბრიგადა გადაისროლეს

რუსეთის დასავლეთ ნაწილში, ბელორუსიის საზღვრის სიახლოვეს მოტომსროლელთა ბრიგადაა გადასროლილი. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. ერთი დღით ადრე დამატებითი ქვედანაყოფების გადასროლის შესახებ სააგენტო „რბკ“ იუწყებოდა. როგორც „ინტერფაქსს“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ანონიმურმა წყარომ აცნობა, რუსეთი დასავლეთის მიმართულებას აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გააქტიურების გამო აძლიერებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, დასავლეთის მიმართულებით მოტომსროლელთა ორი ბრიგადა გადაისროლეს. თავის მხრივ, რუსეთის პორეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ეს ინფორმაცია არა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები