ლავროვმა და ქერიმ სირიაში არსებული სიტუაცია განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიის კონფლიქტის მოგვარების საკითხები განიხილეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ონფორმაციით, საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა განიხილეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის და ტერორისტული დაჯგუფებებისგან სირიის ზომიერი ოპოზიციის გამოყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

საუბარი იყო ასეევ საზღვარგარეთიდან ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდების პრობლემაზე. სირიაში ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ სამთავრობო ძალები და რუსული ავიაცია შეთანხმების დარღვევაში რამდენჯერმე დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები