შვეიცარიის პროკურატურამ ფიფას ოფისში კიდევ ერთი ჩხრეკა ჩაატარა

შვეიცარიის პროკურატურამ ციურიხში, ფიფას ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ამოღებულია საბუთები. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ფიფას საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ ციურიხის შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის მიზეზი დამატებითი მასალების და ინფორმაციის მიღება იყო“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს უწყება ასევე აკონკრეტებს, რომ საქმეში დამატებითი ეჭვმიტანილები გაჩნდნენ. კორუფციული სკანდალი ფიფაში გასული წლის მაისში აგორდა. შვეიცარიის სამართალდამცველმა ორგანოებმა ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი ამ ორგანიზაციის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი დააკავეს. სკანდალის გამო ფიფას მაშინდელი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი თანამდებობიდან გადადგა. 2016 წლის თებერვალში ფიფას პრეზიდენტად ჯანი ინფანტინო აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები