აშშ უკრაინას 1 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

აშშ და უკრაინა ახალი ტრანშზე შეთანხმდნენ, რომელსაც ვაშინგტონი კიევს გამოუყოფს. მისი ოდენობა 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

„1 მილიარდი დოლარის საკრედიტო გარანტია უკრაინის მთავრობას ხელს შეუწყობს ეკონომიკური რეფორმების გატარებაში. ეს თანხმები სოციალურ დახმარებაზე დაიხარჯება, მათ შორის ბუნებრივი აირის ტარიფის გაზდის გამო მოსახლეობისთვის კომპენაციების გაცემას მოხმარდება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაიეტმა.

შეთანხმება უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ იყო მიღწეული, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხება. კანონმა, მისი ავტორთა აზრით, ამ სფეროში კორუფციის დამარცხებას ხელი უნდა შეუწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები