თურქეთის პრემიერი – გერმანიის ბუნდესტაგის გადაწყვეტილება ანკარასა და ბერლინს შორის ურთიერთობებს ვერ დაანგრევს

გერმანიის ბუნდესტაგის გადაწყვეტილება ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ თურქეთსა და გერმანიის შესახებ ურთიერთობებს ვერ დაანგრევს. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.
„გერმანია და თურქეთი სტარტეგიულ მოკავშირეებად რჩებიან. არავინ უნდა ელოდოს, რომ ჩვენი ურთიერთობები ამ გადაწყვეტილების გამო სერიოზულად გართულდება“, – განაცსადა ილდირიმმა.
ამასთანავე, პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინა ამ გადაწყვეტილებაზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.
ცნობისთვის, 2 ივნისს გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომელმაც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარ მოვლენებს გენოციდის კვალიფიკაცია მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები